|
1926 წლის საბჭოთა კავშირის უსაფრთხოების კომიტეტის მოხსენებიდან: "Рачинский у. Между сел. Геби и Сакао находится большое пастбище Сакаура, которым в продолжение десятков лет пользуются гебцы. Жители с. Сакао подняли вопрос перед уисполкомом о передаче им этого пастбища, мотивируя это тем, что пастбище в прошлом принадлежало дворянам Джапаридзе, крепостными коих они являлись. Расширенный пленум УИКа постановил пастбище передать жителям с. Сакао, откомандировав на место пом.начальника уездной милиции и двух милиционеров. Последние предложили гебцам угнать скот и пастбище передать сакавцам. В ответ на это гебцы, вооружившись чем попало, решили устроить самосуд и перебить их. Милиция принуждена была удрать, но гебцы отрезали им дорогу и начали стрельбу по милиционерам. Последние отстреливались в свою очередь. Жертв, однако, ни с одной из сторон не было. Выехавшие из уезда на место происшествия предисполкома и секретарь укома после долгих переговоров вынуждены были пойти на компромисс, предложив обеим сторонам временно совместно пользоваться означенным пастбищем. Все это создало ненависть между жителями обеих сторон." "რაჭის მაზრა. სოფელ ღებსა და საკაოს შორის მდებარეობს დიდი საძოვარი - საკაურა, რომლითაც ღებელები რამდენიმე ათეული წელია რაც სარგებლობენ. სოფელ საკაოს მცხოვრებლებმა აღმასრულებელი კომიტეტის წინაშე დააყენეს საკითხი ამ საძოვრების მათთვის გადაცემის თაობაზე, რაც ახსნეს იმით, რომ ადრე ეს საძოვრები ეკუთვნოდათ თავად ჯაფარიძეებს, რომლის ყმებიც ისინი იყვნენ. აღმასრულებელი კომიტეტის გაფართოებულმა პლენუმმა გამოსცა ბრძანება, რომ საძოვარი სოფელ საკაოს გადასცემოდა. ადგილზე სამაზრო მილიციის უფროსის მოადგილე და ორი მილიციონერი გაიგზავნა, რომელთაც ღებელებს საქონლის გაყვანა და საძოვრის საკაველთათვის გადაცემა მოთხოვეს. შეიარაღებულმა ღებელებმა გადაწყვიტეს მათი დახოცვა. მილიცია იძულებულა გახდა თავი გაქცევით გადაერჩინა, მაგრამ ღებელებმა გადაუკეტეს გზა და გაუხსნეს ცეცხლი. მილიციონრებმაც სროლით უპასუხეს, თუმცა მსხვერპლი არცერთი მხრიდან არ ყოფილა. მაზრიდან ადგილზე მისული აღმასკომის წარმომადგენელი და სამაზრო კომიტეტის მოადგილე, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, იძულებულნი შეიქმნენ წასულიყვნენ კომპრომისზე და ორივე მხარისთვის საძოვრით საერთო სარგებლობა შეეთავაზებინათ. ყოველივე ამან ჩამოაგდო სიძულვილი ორი სოფლის მცხოვრებთა შორის."
|