დიგორსა დასხდნენ ვეზირნი
ავტორი - Administrator   

დიგორსა დასხდენ ვეზირნი,
რჩეულნი ბადელოვანნი,
არჩიეს გამოარჩეს,
"ღები გვყავს საქონლუანი".

მთანი და მთანი ასწონეს,
სავალად კირტიშოვანი.
ქვაციხეს რომ ჩამოვიდნენ,
გზანი დაუხვდათ წყლიანი.
წინ ივანე შეეფეთათ,
გამბედავი, ძალუანი;
ფიცხლათ შინისკენ გაბრუნდა,
ვით შევარდენი ფრთიანი,
ციხისა დუროს შეიჭრა,
მაღლა დაიწყო ხმიანი:
ვაჟებო ფრთხილად იყავით,
საქმეა ღალატიანი.
მაცხოვარს სიტყვა მივართოთ
ჭკუიანი და სვიანი!
მე მგონი თქვენცა გეწყინოთ
თქვენი ღებისა ზიანი.
დილა გათენდა მზიანი,
ლაშქარსაც გახდა გრიალი,
გაელაშქრნენ საომრათა,
მტერს მისცეს დიდი ზიანი.
გამყრელიძესა აქებენ,
რომელს იესე ჰქვიანო,
კალდამის ხმალი გასტეხა,
სისხლი ყუასა სცხიანო.
ოსებსა ხოცვა დაუწყეს,
ჯირკვებივითა ჰყრიანო.
სამარე ვეღარ იშოვეს,
ღორის ნათხარში ჰყრიანო.
გიჯობდა ჯანხოტის შვილო,
არ ასტეხოდე ღებსაო,
გეჭამოს ოსის ქარჯინა,
გამოდგომოდე თხებსაო.
სწუნობდი ღებურ თოფებსა,
ახლა დახედე მკვდრებსაო.