იავნანა (ღები)
ავტორი - Administrator   

იავნანა, ვარდოვ, ნანა,

შე ოქრო აკავანასაო,

აკავანო ხარატულო

შიგ ჩაწვენილო ყმაწვილო!

ნანას გეტყვი, გიამება,

წასვლა დაგიგვიანდება.

ძილი და მოსვენებაო,

გაზდა დ სულ მატებაო.

დაიძინე, გენაცვალოს

დედის თვალებიო.