| ავტორი - Administrator | |||
|
”მარყალიდან(ბალყარეთი) მომავალი მეომრები დასხმიან ღებს. დიდ სოფელში ვერ შემოუბედავთ და პატარა სოფელს მიდგომიან. თითოზე თითო ყმა უშოვიათ. ამას არ დასჯერებიან და მერე დიდ სოფელშიც შემოსულან. ამ დროს კირტიშოდან მეომარ ღებელებს მოუსწრიათ, ჩასაფრებიან და მოუსპიათ მარყალები. ამბის მიმტანიც კი არ გაუშვიათ. ამაზე ლექსი მარყალურად(ბალყარულად) არის:
ატ ოტმეს ქიბიკ ყანბოღდუ, გეზელნ იჩინდე შარი სულ არი, ჯიღლი ბარალა მარყალნი ურალი.”
მთქმელი მიხეილ ლობჯანიძე ლექსს შემდეგნაირად თარგმნის: ”წითელი სისხლი ღების შარეებში მდინარესავით წავიდა, შიგ იხრჩობოდნენ მარყალი მეომრები.”
|