გლოველები და ოსები (გლოლა)
ავტორი - Administrator   
   ერთ დღეს ჩვენებს და ოსებს მოსვლოდათ ჩხუბი. ისინი წამოვიდეს და უნდა ეეღოს საძღვარის ფული იმათაც. ჩვენნიც წავიდეს. გლოველ კაცს ხვდებოდა ოსი ექვსი-შვიდი. ჩვენებურნი ეუბნებიან ერთმანეთსა: — ვიჩხუბოთო, არ აქვცთებაო, — შეგროვდეს. მოვიდა ერთი ოსი და სახრე დაჰკრა ქართველს მამასახლისს. იმასა იქ შვილი ჰყავდა აბელშიკი, ლეკურის ხმარა კარქა იცოდა. იძრო შვილმა მაშთავე ლეკური და შეუტევა და, როგორც ცხვარი, დაფრთხვენ ოსები. გლოველებს კეცები ეჭირა და მისცხეს და ურტყეს აუარება ოსებს. მეჯოგეები — ცალკე იყვნეს და ყურობდეს. როცა ცოტა გლოველები ამ ამბავს შვრებოდეს, სცემეს და გაყარნეს ეს ოვსები. მეჯოგეებმა დაუკლეს საკლავები ამათ, ფულიც მისცეს და ისინი ქვე წავიდეს დაბეგვილი და ჩამოვიდეს სახში ჩვენნი, ზოგს წაართვეს ნაბდები და ქუდები.